ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი გავრცელებულია რთულ რელიეფზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სვირში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.მისივე თქმით, ადგილზე გამოძახებულია ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200 კაცის შემადგენლობით.
იხილეთ:კადრები ჯავახეთიდან: სოფელ სვირში ხანძარი ნახევარ ჰექტარზე გავრცელდა, სოფელ კორხში კი ლოკალიზებულია