ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი ნახევარ ჰექტარზე გავრცელდა, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება ახალქალაქის სოფელ კორხში გაჩენილ ხანძარს, შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა.