ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას სთხოვს.ახალგორში მცხოვრებმა თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ.
მისივე თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც ადამიანმა 9 საათი უნდა იაროს თბილისამდე რომ ჩააღწიოს და ეს გზაც, დაახლოებით, 450-500 ლარი ჯდება, რისი საშუალებაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს.