ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს - Palitra News

ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს

2020-01-13 14:09:38+04:00

ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას სთხოვს.ახალგორში მცხოვრებმა თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ.

მისივე თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც ადამიანმა 9 საათი უნდა იაროს თბილისამდე რომ ჩააღწიოს და ეს გზაც, დაახლოებით, 450-500 ლარი ჯდება, რისი საშუალებაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს.