ოკუპირებული აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ე.წ. თავდაცვის სამინისტრო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი არმია ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას კომპრომისზე წასვლისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.