აპირებს თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო არმიის გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ - Palitra News

აპირებს თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო არმიის გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ

2020-01-10 12:06:06+04:00

ოკუპირებული აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ე.წ. თავდაცვის სამინისტრო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი არმია ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას კომპრომისზე წასვლისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.