ბიზნესმენი პაატა ქვლივიძე მისი შვილის გირაოთი გათავისუფლებაზე პალიტრანიუსთან კომენტარს აკეთებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ ქვლივიძის გამოძიებასთან თანამშრომლობით ხსნის. პაატა ქვლივიძე მომხდარს პიროვნულ დაპირისპირებასა თუ სამართალდამცავების უპატივცემლობას არ უკავშირებს და მისი შვილის ქმედებას აფექტური მდგომარეობით ხსნის. კლუბ "ბასიანში" დაცვის ორი თანამშრომელი და სამართალდამცავი 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე პოლიციამ მალევე დააკავა.