"აფექტში მოხდა, დაცვები იცით თქვენც წესიერად რომ არ იქცევიან" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის შვილმა "ბასიანში" 3 პირი დაჭრა - Palitra News

"აფექტში მოხდა, დაცვები იცით თქვენც წესიერად რომ არ იქცევიან" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის შვილმა "ბასიანში" 3 პირი დაჭრა

2018-01-16 17:06:10+04:00

ბიზნესმენი პაატა ქვლივიძე მისი შვილის გირაოთი გათავისუფლებაზე პალიტრანიუსთან კომენტარს აკეთებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ ქვლივიძის გამოძიებასთან თანამშრომლობით ხსნის. პაატა ქვლივიძე მომხდარს პიროვნულ დაპირისპირებასა თუ სამართალდამცავების უპატივცემლობას არ უკავშირებს და მისი შვილის ქმედებას აფექტური მდგომარეობით ხსნის. კლუბ "ბასიანში" დაცვის ორი თანამშრომელი და სამართალდამცავი 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე პოლიციამ მალევე დააკავა.

იხილეთ:თამაზ ქვლივიძე, რომელმაც "ბასიანში" 3 პირი დაჭრა, სააპელაციო სასმართლოში მივიდა - ბრალდებულის კადრები ადგილიდან

"ჩვენ პატარა ხალხი ვართ და ველოდებით დიდი ხალხის გადაწყვეტილებას" - "ბასიანის" დაცვის უფროსის პირველი კომენტარი დაჭრის შემდეგ

"საქმეს ბოლომდე მივიყვან" - "ბასიანის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ გადაღებული ფოტო და კლუბის დაფუძნებლის გამოხმაურება