აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 - დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.