აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მეორე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - Palitra News

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მეორე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

2020-12-03 09:01:20+04:00

აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 - დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.