აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული. ამასთან, 660 პაციენტი კოვიდკარანტინშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა.