აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული, კოვიდკარანტინში კი 660 პირია გადაყვანილი - Palitra News

აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული, კოვიდკარანტინში კი 660 პირია გადაყვანილი

2020-09-23 13:04:59+04:00

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 480 პაციენტია მოთავსებული. ამასთან, 660 პაციენტი კოვიდკარანტინშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა.