აბაშის სოფლებში, წყემსა და ზანათში წუხელ ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ამის შესახებ აბაშის მერიაში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მდინარე აბაშისწყალი, რომელიც გუშინ ნაპირიდან გადმოვიდა, კალაპოტს დაუბრუნდა, ხოლო სტიქიის შემდეგ სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობს.მათივე ინფორმაციით, მობილური ჯგუფები ყველა იმ ადგილას არიან გასულები, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი გამოიწვია. ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, სპეციალური ჯგუფები სწავლობენ არსებულ მდგომარეობს, რის შემდეგაც დაიწყება ზარალის დათვლა.
იხილეთ: