აბაშაში მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათშიადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. მაშველებმა ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი. ამ დროის მონაცემებით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. არცერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება.