2018 წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასის ინდექსი 1.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ "თიბისი ბანკის", "აისეტისა" და Jump Start-ის (ჯამფსტარტი) ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 1 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 6.7 და 7.7 ამერიკულ დოლარს შორის იყო. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 8.71 დოლარი ანუ 21.68 ლარი მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.4 დოლარი, ანუ 10.90 ლარი გლდანშია.რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 6.93 დოლარი; ნაძალადევში - 5 დოლარი; დიდუბეში - 6.10 დოლარი; ვაკეში - 7.59 დოლარი; ჩუღურეთში - 6.98 დოლარი; ისანში - 7.06 დოლარი; კრწანისში - 7.79 დოლარი; ხოლო სამგორში - 5.23 დოლარი იყო.