საქართველოში სიგარეტის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფის "სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან" იმპორტმა 50 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 25 მილიონ 400 ათასი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მაისში თამბაქოს იმპორტი 25 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.