პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძის თქმით მმართველი გუნდი არ გაურბის პრობლემების აღიარებას და სიღარიბესთან გამკლავების კონკრეტული ხედვებიც აქვთ. იგი მადლობას უხდის მის წინამორბედ პრემიერ მინისტრს გაწეული საქმიანიობისთვის და აღნიშნავს, რომ ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იყო, არის და იქნება მმართველი გუნდის ღირებულება. პარლამენტში გამოსვლის უდიდესი ნაწილი მამუკა ბახტაძემ სწორედ ეკონომიკური განვითარების კურსს დაუთმო. მისი სამტავრობო პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს.