ბრიტანელი ასტროფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის ხმას კოსმოსში გაუშვებენ. ინიციატივა უესტმინსტერის სააბატოს ეკუთვნის. ჰოკინგის ხმას ბერძენი კომპოზიტორის, ვანგელისის კომპოზიციას დაურთავენ. ჩანაწერს ესპანეთიდან, ევროპის კოსმოსური სააგენტოს შენობიდან გაუშვებენ. ჰოკინგის შვილის, ლუსის თქმით, "ეს მშვიდობისა და იმედის, ერთობისა და პლანეტაზე ჰარმონიის მესიჯია".
ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა. ის ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს. ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს.