თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს .მისი თქმით , დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს. ამასთან, ნაირა ოტიაშვილის თქმით, დანის პარამეტრები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს და აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული. აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი არსებითი სხდომა ტარდება. ამ წუთებში სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე ამბობს. პროცესი პროკურორების მოთხოვნით დაიხურა, რადგან შესავალ სიტყვაში ისინი ლადო გრიგალაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალსაც შეეხებიან, რომელიც კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგოს პირად ცხოვრებას შეეხება.