სამართალდამცველებმა1970 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა სურამში დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.