ისტორიული დრამა გერმანელ მეწარმეზე, რომელმაც 1000-ზე მეტი პოლონელი ებრაელი იხსნა დაღუპვისგან, დღეს ნამდვილ შედევრად ითვლება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან განსხვავებული კინომატოგრაფიული ხერხების გამოყენებით, რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა პრაქტიკულად გააცოცხლა ეკრანზე კრაკოვის გეტო და საოცარი დამაჯერებლობით ასახა შემზარავი რეალობა.