თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.