"ერთად სვამდნენო, ნარჩენებია იქ მშენებლობის და ბლაგვი საგნები ჩაარტყა სახის არეში" - რას ამბობენ უბანში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - Palitra News

"ერთად სვამდნენო, ნარჩენებია იქ მშენებლობის და ბლაგვი საგნები ჩაარტყა სახის არეში" - რას ამბობენ უბანში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

2018-06-14 12:26:19+04:00

მეზობლები თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, მამაკაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. მისი თქმით, გამთენიისას დაპირისპირება ორ მამაკაცს შორის მოხდა, რომლებიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ.

ამასთან, მეზობლების თქმით, გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.

იხილეთ ვიდეო: მკვლელობით დასრულებული ორი ახალგაზრდას ჩხუბი თბილისში - მოკლულს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული