ხვიჩიას ქუჩაზე მოსახლეობამ სკვერში ხეების მოჭრა გააპროტესტა. მათი ვერსიით აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა მოხდეს მწვანე ნარგავების ნაცვლად და კომერციული დანიშნულებით ფართების გასხვისება. ადგილზე საბურთალოს გამგეობის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით მოიჭრა ე.წ. ავარიული ხეები რადგანაც ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. გამგეობის თანამშრომლები ხეების მასიურ ჭრას აღნიშნულ სკვერში გამორიცხავენ.