იაპონიაში ხანდაზმულ მძღოლებს მუშაობას აუკრძალავენ - Palitra News

იაპონიაში ხანდაზმულ მძღოლებს მუშაობას აუკრძალავენ

2018-06-13 12:02:54+04:00

იაპონიაში ტაქსის 60 ათასზე მეტ მძღოლს აღმოაჩნდა დემენცია, - დაავადება, რომლის დროსაც ტვინის დაზიანების გამო განვითარებული პათოლოგია მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციისა და დასწავლის უნარები დაქვეითებულია. იაპონიაში მოქმედი კანონის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს მოუწევთ გაიარონ სამედიცინო შემოწმება, რათა ისევ მიიღონ მუშაობის უფლება. როგორც წესი, ეს დაავადება 75 წლისა და უფრო დიდი ასაკის ადამიანებშია გავრცელებული.ეს დაავადება ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი. იაპონია ერის დაბერების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. აქ მოსახლეობის ნახევარი 65 წელზე მეტი ასაკისაა.