ზაფხულის მოახლოებას ყოველთვის თან ახლავს კოღოების მომრავლება. გარდა იმისა, რომ კოღოს ნაკბენი იწვევს შემაწუხებელ ქავილს, ის ასევე ბევრი დაავადების, მალარიისა და ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ადამიანები სხვადსხვა ხერხსა და საშუალებას მიმართვენ შემაწუხებელ მწერებთან საბრძოლველად, თუმცა ეს კველავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
კბენის დროს კოღო თქვენს კანში შხამს აფრქვევს, რომელიც იწვევს ქავილსა და გაღიზიანებს. როგორც ამბობენ, Bite Helper ეს არის ხელსაწყო, როემლიც კოღოს ნაკბენს სწრაფად არჩენს, მანამ სანამ ის გაღიზიანდება და გართულდება. ტექნოლოგია იყენებს სითბოსა და ვირბაციას იმისთვის, რომ გაანეიტრალოს და ჩააცხროს ნაკბენი. როგორც ამობენ, მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, საკმარისია ის ნაკბენზე დაიდოთ, ღილაკს თითი დააჭიროთ და რამდენიმე წამში ქავილი გაგივლით. ხელსაწყო თერმულ-პულსაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს. მოწყობილობა მხურვალებისა და ვიბრაციის გამოყოფით, ლოკალურად ზრდის სისხლის მიმოქცევასა და ცირკულაციას, რაც ანეიტრალებს ნაკბენს და აჩერებს ქავილს.
Bite Helper-ის შემქმნელების თქმით, ხელსაწყოს გამოყენება უსაფრთხოა და რეკომენდირებულია 4 წლიდან ზემოთ ადამიანებისთვის. მოწყობილობა მარავლჯერ დაიტესტა და მისი ეფექტურობა დამტკიცდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, საკმარისია კალამის წვერი დაადოთ ნაკბენს 45 წამის განმავლობაში და ის დაუყოვნებლივ შეგიჩერებთ ქავილს და დაგიცავთ ვირუსისგან. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, მიუხედავად ხელსაწყოს ეფექტურობისა, მას მაინც არ შეუძლია სამედიცინო მკურნალობის სრულად ჩანაცვლება. Bite Helper ხელმისაწვდომია 30 აშშ დოლარად.