კომპანია Apple-მა სმარტფონებზე მოთხოვნის კლების გამო მომწოდებლებს ნაწილების წარმოების 20%-ით შეამცირება მოსთხოვა. როგორც CNN იუწყება, ერთი წლის წინ კომპანიამ მომწოდებლებს 100 მილიონი სმარტფონისთვის საჭირო მაკომპლექტებელი შეუკვეთა. წელს კი შეკვეთის მოცულობამ მხოლოდ 80 მილიონი შეადგინა.მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Apple-მა 52,2 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ამ ინფორმაციის ფონზე პარასკევს კომპანიის აქციებზე ფასი 2%-ით შემცირდა.