რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით რუსთაველის გამზირზე 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავა.