მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-მარტში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 8 მილიონ 400 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 8 მილიონ 700 ათასი ტონა იყო.
საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო დარგების მიერ 82 მილიონ 300 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონ 300 ათასი მგზავრით მეტია. ამასთან, 2018 წლის იანვარ-მარტში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 3 მილიონ 800 ათასი ტონა; ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ კი 99 ათას 674 ტონა შეადგინა.