კომერციულმა ბანკებმა ფილიალები და სერვის-ცენტრები დახურეს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აპრილში ქვეყნის მასშტაბით ბანკების 134 ფილიალი ფუნქციონირებდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 141 იყო. შემცირებულია ასევე სერვის-ცენტრების რაოდენობა, კერძოდ, 2017 წლის აპრილში ბანკებს 872 სერვის-ცენტრი ჰქონდათ, 2018 წლის აპრილში კი 810 დარჩა. ცნობისათვის, საქართველოს ბაზარზე დღეის მდგომარეობით 16 კომერციული ბანკია წარმოდგენილი.