გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
იხილეთ:
მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, გომბორზე ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის 1 არასრულწლოვანიკადრები გომბორიდან, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4, დაშვაებულია 20-მდე ადამიანი