ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს "ფეისბუქით" პასუხობს - Palitra News

ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს "ფეისბუქით" პასუხობს

2018-06-08 13:28:31+04:00

განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების მოთხოვნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

იხილეთ: ზაზა სარალიძე ეკა ბესელიაზე - ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, სასაუბროდ არ დავუჯდები, გამორიცხულია