ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმს ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა, დოკუმენტის გადაუთარგმნელობის მიზეზით ვერ წარუდგინა. ქართული მხარე აპირებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების დასჯა მოეთხოვა, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ქართულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ამ არგუმენტის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულების, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თარგმნა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებს ექსპერტიზის შედეგები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარეს დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ის მხოლოდ რუსეთში ჩატარებულ დასკვნას იცნობს და მას ეთანხმება. მიზეზბით ჟურნალისტები დაინტერესდნენ და სუსის წარმომადგენელს განმარტება სთხოვეს, რაზეც ირაკლი ანთაძემ თარგმანის არ არსებობა დაასახელა. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ქართულ ენაზე აქვს გაცემული, რაც შეხვედრაში მონაწილე პირებისთვის გაუგებარი იქნებოდა.რაც შეეხება ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს, ანთაძე ამბობს, რომ ეს საკითხი შეხვედრაზე დააყენეს, თუმცა უპასუხოდ დარჩა.