ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ საგანმაათლებლო ბროშურები წარადგინა. „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ბროშურებში ფულის ისტორია, მნიშვნელობა, ფუნქციები, პირადი ბიუჯეტის მართვა, გონივრული ხარჯვა და სესხების საკითხებია განმარტებული. აღსანიშნავია , რომ 2018 წელი ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების წლადაა გამოაცხადებული.