სად იყო წასული საზღვარგარეთ - ვიზიტის დეტალებს ზვიად კუპრავა არ ამხელს. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, მან განაცხადა, რომ დალაი ლამასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნებულმა, აეროპორტში მედიასთან უარყო ინფორმაცია კიევში ყოფნის შესახებ. მისი განცხადებით, ის უკრაინაში მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და საზღვარი არ გადაუკვეთავს. კიევის აეროპორტში კი ტრანზიტით იყო. სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც კუპრავა კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაფიქსირდა. ის გასულ კვირას პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია