საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს 17 საათზე კიდევ ერთი 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ში, 8 კმ-ის სიღრმეში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ შეტყობინება არ შესულა.სომხეთის საზღვრის სიახლოვეს 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დილითაც მოხდა. მანამდე კი თავდაპირველი ბიძგები შუაღამისას დაფიქსირდა. 5.7 მაგტნიტუდის ბიძგების ეპიცენტრი დედოფლისწყაროში დაფისირდა. ძლიერი რყევები იგრძნობოდა თბილისშიც