აზიის განვითარების ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7%-ით გაიზრდება. ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მიღწევას ხელს შეუწყობს, 2018 წლის მეორე ნახევრიდან საპენსიო და კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდამჭერი რეფორმების განხორციელება, რამაც უნდა უზრუნველყოს დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდა. ამასთან, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ინფალიციის შემცირება 3 %-მდე. რაც განპირობებულია სააქციზო პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვით. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას აგრეთვე ხელს შეუწყობს სერვისის საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიცირება, რამდენადაც საქართველოს ექსპორტი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება.