ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაერთიანებული სამეფოს სერთიფიცირებული სავაჭრო მისიას შეხვდა, რომელიც საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად ეწვია. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე რეფორმებისა და შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება, რომ მომზადდეს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რადგან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის წყვეტა არ მოხდეს.