ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა. ტოჩინოშინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ტოჩინოშინს აეროპორტში ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ და ცნობილ სუმოისტს წარმატებული ასპარეზობა და ოძეკის ტიტულის მოპოვება მიულოცეს. გორგაძე ბოლო ტრადიციული ტურნირის შემდეგ, სადაც ოძეკის ტიტული მოიპოვა, საქართველოს პირველად ეწვია.