საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან - Palitra News

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან

2018-06-02 18:36:08+04:00

რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხასეს. მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რუსთავში რამდენიმე საათია აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

"მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორიებიდან გაყვანილია წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი. ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს. მეხანძრე - მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ ასევე მარნეულში, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ: წყლით დაფარული მანქანები და მაშველების დახმარებით გადაყვანილი ადამიანები ქუჩებში - კადრები რუსთავიდან, სადაც გზები, სახლები და ეზოები დაიტბორა