რუსთავში, ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური გზები, ქუჩები, კომერციული ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და შიდა ეზოები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შარტავას და დავით აღმაშენებლის გამზირი, მიკრორაიონები, ლეონიძის, თოდრიას, ტაშკენტის ქუჩები და კერძო დასახლება.
სანიაღვრე სისტემის გაწმენდას რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ. ძლიერი ნალექის შედეგად რამდენიმე უბანს ენერგომომარაგება შეუწყდა.სტიქიის გამო, ცენტრალურ და შიდა კვარტალურ გზებზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობას. დატბორილია ე. წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორია.
კადრებს ტელეკომპანია "ქვემო ქართლი" ავრცელებს