გამოკითხულთა 63%-ის აზრით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. აქედან, 35% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაურესდა; 28%-ის თქმით კი გარკვეულწილად გაუარესდა. ამის შესახებ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია აღნიშნული. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ის აზრით, მდგომარეობა არ შეცვლილა; 7% მიიჩნევს რომ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, 1%-ის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; ხოლო 2%-ის შეფასებით, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.
მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის პერიოდში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე ათას 500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- (პლიუს მინუს) 2.5 პროცენტია.