სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ პირველ მაისში მოხვდა.სამივე გარდაცვლილი სახლში მეზობელმა ნახა. როგორც ცნობილია, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
იხილეთ: "ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა" - ახალი დეტალები ხობში სამი ახალგაზრდის მკვლელობაზე