ხობში, სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ფოტო: "სენაკის ქრონიკა"