უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, "რუსთავი 2"-ის მისამართით განაცხადა.პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.