ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში ექვსი ქვეყნის წინააღმდეგ ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაუცველობის გამო, სარჩელი შეიტანა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელი შეტანილია გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის შესახებ ევროკავშირის ნორმები დაარღვიეს, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი კი სასამართლოს წინაშე ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის წარდგებიან. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყნებს ჯარიმა ემუქრებათ.