თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე სასამართლოს იმ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ საქმე არსებით განხილვაზე უნდა გადასცეს. მხარეები ასევე აღნიშნული მტკიცებულებების კანონიერებასა და დასაშვებობაზეც იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.