საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც საპირისპირო სქესისადმი არასასურველი ყურადღების გამოჩენა 750 ევრომდე ოდენობით ჯარიმით ისჯება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, კანონი ქალების უსაფრთხოებას ემსახურება. კანონის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობა 90 ევროა და ისჯება ყველა სქესის ადამიანი, ვინც საპირისპირო სქესისას დაუსტვენს, არასასურველ კომენტარს გააკეთებს სექსუალური კონტექსტით, ან სექსუალურად შეავიწროებს.
გენდერული თანასწორობის მინისტრი მარლენ შიაპა აცხადებს, რომ კანონი ადამიანებს ფლირტის შესაძლებლობებს არ ართმევს. ის ქალებს აძლევს საშუალებას მშვიდად დასთანხმდნენ ან უარი თქვან თაყვანისცემას.