ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის კიბე ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათივე ინფორმაციით, კიბის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა, სამაშველო კიბის დახმარებით, საცხოვრებელი კორპუსიდან 6 პირი ჩამოიყვანეს.