მართალია, ეგზოტიკური გარეგნობის წყალობით ჭიანჭველაჭამია ფაუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ორიგინალური ცხოველია, მაგრამ ზოოლოგებს შორის მაინც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რადგან ვერ უწევს კონკურენციას ბევრად ცნობილ მეზობლებს ცხოველთა სამყაროდან. ჭიანჭველაჭამიას რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეობიდან ყველაზე გავრცელებულად გიგანტური, ჯუჯა ჭიანჭველაჭამია და ტამანდუა ითვლება, რომელთაც საერთო, ჭიანჭველაჭამიასებრთა ოჯახი და არასრულკბილიანთა რიგი აერთიანებს. მართალია, ჭიანჭველაჭამია ჯავშნოსანს და ზარმაცას ენათესავება, მაგრამ გარეგნული მახასიათებლებით აბსოლუტურად განსხვავდება მათგან.